"საქართველო არნახულად გაიზარდა ორწლიანი გადასახედიდან" - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:13, 13 Sep, 2018     1200

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ფორუმი, თქვენ არნახულად გაიზარდეთ ორწლიანი გადასახედიდან - აქ უკვე 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი თავისი ხელისუფლების წევრებით და ექსპერტებით, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, თავისებური შეფერილობა და ესეც განაპირობებს წარმატებას“ - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018).

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დადებითად აფასებს საქართველოს საზღვაო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი წარმატების პოტენციალი აქვს. „მინდა, საქართველოს საზღვაო წარმოება-მრეწველობის პოტენციალს შევეხო - ნამდვილად კარგი სტრატეგია, მონდომება, კეთილი ნება და რასაკვირველია, მომგებიანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა პირობას ქმნიან, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა კიტაკ ლიმმა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42