მძიმედ მოწამლული Pussy Riot-ის წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ვარაუდობენ, რომ ვერზილოვი განზრახ მოწამლეს
მსოფლიო - 16:28, 13 Sep, 2018     3384
გამოცემა „მედიაზონის“ დამფუძნებელი და ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი 12 სექტემბერს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. სავარაუდო მიზეზად მედიკამენტებით მოწამვლა სახელდება. ოჯახის წევრები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მედიკამენტები შესაძლოა თავად პიოტრ ვერზილოვს მიეღოს.


ვერზილოვს ანალიზები ჩაუტარდა, თუმცა მათი შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ოჯახის წევრების თქმით, ვერზილოვი ცუდად სასამართლო სხდომის შემდეგ ცოტა ხანში გახდა, სასამართლოზე მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. ვერზილოვმა დაკარგა მეტყველების და მოძრაობის უნარი, ეთიშებოდა გონება, სასწრაფო დახმარების მანქანაში იგი უკვე ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც რუსული მედია წერს, ექიმებმა ვერზილოვს ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს.

ექიმების განცხადებით ვერზილოვი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იმყოფება, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მას მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად 3-4 დღე დასჭირდება.

შეგახსნებთ, პიოტრ ვერზილოვი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 16 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე სტადიონზე შეიჭრა.ჯგუფის წევრებმა ამ გზით გააპროტესტეს რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, მათ შორის, უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის უკანონო პატიმრობა, აქციების დროს ხალხის მასობრივი დაკავება და რუსეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან კონკურენციის გაქრობა. Pussy Riot-ის წევრები სტადოონზე პოლიციელების ფორმაში გამოწყობილები შეიჭრნენ, აქციას კი ერქვა „პოლიციელი თამაშში შედის“.

ამ მატჩს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ფრანგ და ხორვატ კოლეგებთან ერთად ესწრებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42