„მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩვენი მტრის ხელში“ - არასამთავრობოები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებენ
პოლიტიკა - 16:26, 13 Sep, 2018     2941

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით - აღნიშნულს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი ჰააგაში, ნიკა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და განაჩენს გამოიტანს, მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური კონტექსტი და გადაწყვეტილებები.

„საგამოძიებო პროცესის შემდეგ ჰააგის სასამართლომ უნდა გამოსცეს კონკრეტულ პირებზე დაკავების ორდერები, რასაც შემდეგ უკვე სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ კონკრეტული ადამიანები იქნენ დაკავებულები და ჰააგის სასამართლოში მიყვანილები. სწორედ ამ პროცესისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი განცხადებები,“- აღნიშნა ნიკა ჯეირანაშვილმა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეებზე საერთაშორისო სამართლის ორივე ინსტანციაში უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს.

„ასეთი განცხადებები, განსაკუთრებით მას შემდეგ თუკი ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ბუნებრივია შესაძლებელია, აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩვენი მტრის ხელში საერთაშორისო სასამართლოებში. ამის პრეცედენტებიც არსებობს, მაგალითად, 1974 წელს ავსტრალია-საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე, რომელშიც მტკიცებულებად იქნა მოხმობილი პოლიტიკოსების განცხადება, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოში, ასე, რომ თუკი ეს ადამიანი იქცევა საქართველოს პრეზიდენტად, მისი საჯარო განცხადებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სახელმწიფოს მიერ საკუთარი ინტერესების დაცვაზე საერთაშორისო სასამართლოებში,“- განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42