„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საერთაშორისო პლატფორმაზე დიპლომატი თედო ჯაფარიძე წარმოადგენს
პოლიტიკა - 16:22, 13 Sep, 2018     1273
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს ცნობილი ქართველი დიპლომატი, ელჩი თედო ჯაფარიძე შეუერთდა. ბატონი თედო ჯაფარიძე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოადგილის პოსტზე დაინიშნა და მისი მომავალი საქმიანობის სფერო კონსორციუმის საგარეო ურთიერთობების კურირება, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე კომპანიის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება გახდება.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ ფაზაში გადადის. გარდა იმისა, რომ იწყება საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის საზღვაო - სანაპირო სამუშაოები, ამავე დროს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ხარისხობრივად ურთიერთობის ახალ ეტაპზეც გადავდივართ. “საუკუნის პროექტისთვის” გამორჩეული პროფესიონალების გუნდის შექმნის პროცესი გრძელდება და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ამიერიდან გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე თედო ჯაფარიძე უხელმძღვალენელებს “, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის გუნდს თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აპარატში მუშაობის შემდეგ შეუერთდა, სადაც ის საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით თედო ჯაფარიძის გამოცდილება დაახლოებით 40 წელს ითვლის. სხვადასხვა წლებში იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში და ა.შ. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. თედო ჯაფარიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.

თედო ჯაფარიძის შესახებ:

თედო ჯაფარიძე 1946 წელს დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1972-1974წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი; 1977-1989 წლებში - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1990 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1990-1991წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. თედო ჯაფარიძე 1991 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსად ინიშნება, 1991-1992წლებში არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 1992-1994 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1994-2002 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, ხოლო 2003-2003 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში. 2003-2004წლებში თედო ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. 2012 წელს ის საქართვლოს პარლამენტის წევრია, 2016 წელს კი ის პრემიერ მინისტრის მრჩევლად დაინიშნა საგარეო ურთიერთობების საკითხებში. თედო ჯაფარიძე არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 300-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძე საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42