დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით მესადგომეებს თბილისის ქუჩებში ვეღარ ვიხილავთ. კალაძის განცხადებით, არავის აქვს უფლება თვითნებურად დაისაკუთროს მუნიციპალური პარკირების სივრცე. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი თუ როდიდან ვეღარ ვიხილავთ თვითდასაქმებულ მესადგომეებს დედაქალაქის ქუჩებში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ურჩი მესადგომეების მიმართ, კონკრეტული სანქციები გატარდება.
„ხშირ შემთხვევაში ე.წ. "სტაიანშიკები" პარკირების მიმდებარე ტერიტორიაზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომელითაც უნდა ისარგებლონ იმ ადამიანებმა, ვინც იხდის პარკირების საფასურს, ამ ადამიანებს მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი ეს ადგილები და იყენებენ სათავისოდ, რაც მიუღებელია“-ამბობს კალაძე.
მერმა დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე დაუყოვნებლივ იზრუნოს.
მასალის გამოყენების პირობები






