მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება, კულტივაცია და ექსპორტი - მიმდინარე მოვლენებსა და მთავრობის ინიციატივას საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი საჭიროების შემთხვევაში არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს ნებისმიერი ნორმატიული აქტი, თუ იგი მივა ამ დასკვნამდე. შესაბამისად, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს მისაღები ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით ბოლომდე მივიყვანოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება და დავიცვათ ადამიანის უფლებები,“- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






