„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ „ტელეიმედის“ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის ორი პრინციპი“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 15:53, 13 Sep, 2018     851
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაჟღერებულ სიუჟეტებს ეხება.

„რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედში“ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ეს არის ფეიქ ნიუსი და ამ მიზნით, მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გუშინდელ სხდომაზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, დაადგინა, რომ „ტელეიმედის“ ჟურნალისტებმა და „ტელეიმედმა“ დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი. პირველი ის, რომ ჟურნალისტმა უნდა გაავრცელოს სიმართლე ანუ სწორი ინფორმაცია და მეორე, რომ თუ არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, უნდა უარყოს ეს ინფორმაცია.

სამწუხაროდ, ორივე ეს მუხლი დარღვეული არის ამ შემთხვევაში „ტელეიმედის“ მხრიდან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას, ჩვენ ყველა მექანიზმს მივმართავთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ სიმართლისთვის და ნუ შეეცდებით ფეიქ ნიუსების გავრცელებას, რომელიც შედის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესებში.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ თემაზე გვიწევს დღეს საუბარი, მაგრამ სხვაგვარად, როგორც ჩანს, შეუძლებელია. მე იმედი მაქვს, რომ ტელეკომპანია იმედიც და სხვა მედია საშუალებებიც მომავალში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად სიმართლის გავრცელებას ქართული მედია ეთერის მეშვეობით იმისათვის, რომ შეცდომაში არ შევიდეს მაყურებელი და არასწორი წარმოდგენები არ შეექმნას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42