„ინგლისური გოთიკით ვტკბებოდით“- რას აცხადებენ სკრიპალების "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ეჭვმიტანილები
მსოფლიო - 15:29, 13 Sep, 2018     3055

ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებსაც დიდი ბ რიტანეთი სეგრეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ადამაშაულებს, განაცხადეს, რომ სოლსბერიში მეგობრების მიწვევით იმყოფებიდნენ. ამის შესახებ მათ ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში ისაუბრეს.

ინტერვიუში პეტროვმა და ბოშიროვმა დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის პოლიციამ ნამდვილად მათი ფოტოები გაავრცელა.

„ჩვენი მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში გვეპატიჟებოდნენ, რომ ეს მშვენიერი ქალაქი გვენახა. სოლსბერი - ტურისტული ქალაქია. იქ მთელ ევროპაში ცნობილი ტაძარია.“- განაცხადა ბოშიროვმა. იგივეს აცხადებს პეტროვიც.

მათი ტქმით, ისინი 3 მარტს სოლსბერიში როგორც ტურისტები ისე ჩავიდნენ და უბრალოდ ქალაქის ქუჩებში სეირნობდნენ, თუმცა უამინდობის გამო ქალაქში მხოლოდ 1 საათი გაატარეს, ამიტომ 4-ში ისევ დაბრუნდნენ სოლსბერიში და ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს.

„ინგლისური გოთიკით ვტკბებოდით“-აცხადებენ ისინი.

ბრიტანეთის პოლიციის მასალებით ცნობილი ხდება რომ სკრიპალების მოსაწამლად „ნოვიჩოკის“ გადატანა Nina Ricci-ის სუნამოს ფლაკონით მოხდა. კითხვაზე პასუხად, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა ამ სუნამოს ფლაკონი თან პეტროვმა განაცხადა „ნორმალურ მამაკაცისთვის ქალის სუნამოთი სიარული სულელური არაა?“

პეტროვი და ბოშიროვი ასევე ირწმუნებიან, რომ ГРУ-სთვის არ მუშაობენ, თავისთავს საშუალო დონის მეწარმეებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფიტნეს ინდუსტრიაში არიან დასაქმებულნი.

შეგახსენებთ, ის რომ სკრიპალის საქმეში ეჭვმიტანილები მედიის წინაშე წარსდგებოდნენ, გუშინ ვლადიმერ პუტინმა დაანონსა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილი პირები რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია და ისინი სამოქალაქო პირები არიან. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა:

„ჩვენ რა თქმა უნდა გავარკვიეთ ვინ არიან ეს ადამიანები და ვიცით მათ შესახებ. ჩვენ ისინი ვიპოვეთ. გარწმუნებთ, არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური არაა. ისინი სამოქალაქო პირები არიან“- განაცხადა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ ეჭვმიტანილები აღნიშნულ მოვლენაზე საკუთარ ვერსიის შესახებ მედიასთან უახლოეს მომავალში ისაუბრებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42