„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ჩეხ ბიზნესმენებს ფონდთან თანამრომლობის პერსპექტივები გააცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:03, 13 Sep, 2018     1059
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით თბილისში გამართულ ბიზნეს ფორუმზე გიორგი დანელია პრეზენტაციით წარდგა და ჩეხ ბიზნესმენებს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა თავის გამოსვლაში საქართველოსა და ჩეხეთის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო პოტენციალის გამოყენებისა და საინტერესო ბიზნეს პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ბორივოჟ მინარმა გახსნეს.

ბიზნეს ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი კომუნიკაციის დამყარება და საქართველოსა და ჩეხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავება იყო. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.

ჩეხური მხრიდან ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო 21 კომპანია შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ ბიზნეს-სექტორთან საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი მსხვილი მწარმოებლები, როგორებიც არიან ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC a.s და სხვა. ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები პოტენციურ-ბიზნეს პარტნიორებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42