როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სასჯელაღსრულების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:47, 13 Sep, 2018     3543
სასჯელაღსრულების სამინისტრო ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დანიშნული აქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. ა.წ. 12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით, ივანე მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ივანე მერაბიშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 12 სექტემბერს 19.00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები მიიღო. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილისგან მოიპოვა ოფიციალური თანხმობა, რათა მისი პირადი სამედიცინო ინფორმაცია მის ადვოკატს გადასცემოდა. ივანე მერაბიშვილის ადვოკატს მსჯავრდებულისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი ფოსტით უკვე გაეგზავნა და განემარტა, რომ იგივე დოკუმენტაცია შეუძლია გაიტანოს ხელზეც.

რაც შეეხება დიაგნოზს, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროოს, თუმცა აღნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42