პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთანდაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.
სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით, დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ.
გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.
„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერის თანამდებობა სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერმმა შეიწირა. საუბარია ე.წ. ატკატებზე. არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგია, ბიზნესმენმა ზურაბ კვირკიამ ჩაწერა.
ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






