მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალურ პარკინგს ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ დაჯარიმდებიან
პოლიტიკა - 13:22, 13 Sep, 2018     1274
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურს მოუწოდებს, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალური პარკინგის ზონას მოქალაქეები ხშირად ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და ჯარიმას ითვალისწინებს.

„ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, საპარკინგე ადგილებზე მისაბმელიანი მანქანები უყენიათ. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში, ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. კანონით, აქ შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რათა ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკირების კონკრეტული ლოკაციებით ისარგებლონ და ეს ადგილი არ იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ.

„ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით კანონში რაიმე ხარვეზი გამონახა და შეუძლია, მისაბმელიანი ავტომობილით დადგეს, ეს ასე არ არის. თქვენ კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42