"ჩემს უკან არსებული შენობა წალეკა კორუფციამ, აღებ-მიცემობამ, ფაქტობრივად აქ სხედან არა ჩინოვნიკები, არამედ მძარცველები, ჩვეულებრივი ბანდიტების დაჯგუფება. "ქართული ოცნება" გადაიქცა ბანდიტურ დაჯგუფებად, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რაც შეიძლება მეტი გაძარცვოს მათ შორის ხალხი. არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ზუგდიდსა და სამეგრელოს მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს. არასოდეს არ გამიგია ასეთი ამაზრზენი საუბარი, რომელიც შედგა ამ კონკრეტულ ბიზნესმენსა და ჩინოვნიკებს შორის. ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ადამიანიო გამუდმებით აძლევდა ქრთამს, როგორც ჩანს ისევე გრძნობდა თავს როგორც ბიძინა ივანიშვილი გრძნობს თავს თავის ჩინოვნიკებთან. "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, მხოლოდ გადადგომა არაფერს შველის ხალხი მოითხოვს მათ პასუხისგებაში მიცემას“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ცნობისთვის, საუბარია ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიასა და ვიცე მერის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, რაზეც "ნიუპოსტმა" ინფორმაცია ექსკლუზიურად დღეს გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






