მიქაია მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრას მოითხოვს. საუბარია ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიასა და ვიცე მერის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე, რაზეც "ნიუპოსტმა" ინფორმაცია ექსკლუზიურად დღეს გაავრცელა.
მიქაიას თქმით, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის, ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-მერი გიორგი გულორდავასთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ.
„ხელისუფლება იძულებული იყო, რომ გადაეყენებინა ზუგდიდის მერი, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკმარისი ჩანაწერში მიცემული ფაქტები იძლევა მყარ საფუძველს, რომ ზუგდიდის მერის, ვიცე მერი, ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
გოგიას, შონიას, გულორდავას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და დღეს უკვე „ოცნებაში“ პორტირებულების დანაშაულებებზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობდი, ამაზე საუბრობდა მთელი ზუგდიდი. დღეს უკვე დადგა დრო ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ პირების მიმართ აღძრას სისხლის სამართლის საქმე“-ამბობს კახა მიქაია.
მასალის გამოყენების პირობები






