საქართველოს ბანკის ორგანიზებით ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:15, 13 Sep, 2018     1127

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით, 14 - 16 სექტემბერს ფინტექის თემატიკაზე ქვეყნის მასშტაბით პირველი ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობას მიიღებენ დეველოპერები, დიზაინერები, ფინანსისტები, მარკეტერები, რომლებმაც 12 სექტემბრამდე გაიარეს რეგისტრაცია ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში. ჰაკათონის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების მიზნით ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმობა ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას - გადახდების მობილურ და ვებ სერვისებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და ექნებათ შესაძლებლობა, პროექტი საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ. პირველ ადგილზე გასული გუნდი პროექტის დასრულებისთვის 10 000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი 3 000 ლარს, მესამე ადგილის მფლობელ გუნდს კი 1 000 ლარი გადაეცემა.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონ შესაძლებლობა განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიეთ ვებგვერდს: www.fintech.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42