"ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს... არ უნდა მივცეთ ქვეყნის მოღალატეს კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება"- სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 19:38, 12 Sep, 2018     3643
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან საქართველო 2008 წლის ომის დაწყებასა და საკუთარი ტერიტორიების დაბომბვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფაა ყოველი ქართველი გმირის და რუსეთის აგრესიის თითოეული მსხვერპლის და ერთი-ერთში იმეორებს რუსეთის ლოგიკას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მსგავსი განცხადებებით საფუძველი ექმნება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას.


„სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი საკუთარი ტერიტორიები და რა უფლება გვაქვს ახლა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვილაპარაკოთ. ეს არის ერთი-ერთზე ის, რასაც ამბობდა მედვედევი. შეადარეთ ახლა ამ ქალის ნალაპარაკევი და მეთიუ ბრაიზასი, რომელიც მაშინ იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენთის მთავარი წარმომდგენელი და ზედმიწევნით იყო საქმის კურსში. რას ამბობს ამერიკელი და რას ამბობს ეს ვითომ ქართველი. მე მინდა ვუთხრა ყველას, მინდა ვუთხრა დღეს ქუთაისში ძალით მიყვანილ ხალხს: ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე, ამ ქალის გზავნილები არის ის, რაც რუსეთს გაუადვილებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცების დაკანონებას. თუ ჩვენ თვითონ არ დავაკანონეთ, რუსეთი ამას თვითონ ვერასდროს დაიკანონებს. ეს არის კლასიკური ღალატი საქართველოსი, მტრის კლასიკური სქემა.“- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ყველა პატრიოტის ვალია, რომ მსგავსი მოღალატეობრივი პოზიციის მქონე პოლიტიკოს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება არ მიეცეს:

„ყველა ქართველ პატრიოტს მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მოვუწოდებ არ დაუშვას ამ ქალის მიერ თავისუფლად კამპანიის ჩატარებაც კი საქართველოში, პრეზიდენტად არჩევაზე აღარ ვსაუბრობ. ეს არ არის ჩვეულებრივი დემოკრატია, არ უნდა მივცეთ ქვეყნის მოღალატეს კამპანიის თავისუფლად ჩატარების საშუალება. ეს არის ჩემი მოწოდებაც და ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პატრიოტული ვალი. მეც ყველანაირად ჩავერთვები ამ თქვენს კამპანიაში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42