„10 წელზე მეტია, უამრავი ადამიანი იღწვის საერთაშორისო დონეზე, ჰააგაში, სტრასბურგში, რომ დადგინდეს რუსეთის აგრესია, დადგინდეს, როგორ დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის აგრესიიდან. თუ ეს განცხადებები, რომელსაც დღეს როგორც კანდიდატი, აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, გამეორდა შემდეგ უკვე პრეზიდენტის მიერ, ეს ნიშნავს პირდაპირ დარტყმას იმ ყველა ადამიანის ღვაწლზე და იმის დადგენაზე, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთმა დააზარალა ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. ესეთი განცხადებები გაკეთებული პრეზიდენტის ტრიბუნიდან, თითქმის იძლევა გარანტიას, რომ ამ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჰააგაში და სტრასბურგში, ეს პროცესები დასრულდება ფიასკოთი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
გუშინ ზურაბიშვილმა საქართველო ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს საკუთარ მოსახლეობას ბომბავდა.
მასალის გამოყენების პირობები






