„იმ კომპანიაში, სადაც აქამდე ვმუშაობდი, მე მივაღწიე ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა მუშაობა და ჩემი, ასე ვთქვათ, დროისა და და ენერგიის 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა ამ კომპანიაში, დავტოვე სამსახური და დავბრუნდი უკან, ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს ვემსახურო", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაკისრებულ მოვალეობებსა და არსებულ ამოცანებს. „მსურს არავისთვის საეჭვო არ იყოს, რომ მაქვს დიდი ენერგია, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ამ სამსახურიდან კარგი შედეგები მოვუტანო ქვეყანას და ჩემი გამოცდილება თუ ენერგია მას მოვახმარო", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






