მამუკა ბახტაძეს პრობლემების შესახებ ინფორმაცია ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქრუაშვილმა მიაწოდეს.
„შეხვედრა პრემიერთან ნამდვილად შედგა და ამ შეხვედრაზე ზაზა ოქრუაშვილი და ნატო ჩხეიძე იყვნენ პრემიერთან. შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ მანამდე, პრემიერთან და ფინანსთა სამინისტროსთან მიწერილი წერილებით არანაირი შედეგი არ იყო და გამოხმაურება არ იყო. ვიფიქრებთ, რომ პირადად გვეცნობებინა მისთვის შექმნილი ვითარება. შეხვედრისას, ჩვენ აღვნიშნეთ, ვაცნობეთ, რომ ფაბრიკა გაჩერებულია და აუცილებელია აქციზური მარკები გასცეს ფინანსთა სამინისტრომ და ასევე დაამტკიცოს ფინანსთა სამინისტრომ შეთავაზებული გრაფიკები. იმსჯელონ, მოიწვიონ კომისია და ეს კანონით გათვალისწინებული წესები შეასრულონ. პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მარკების გაცემა არ არის პრობლემა და თურმე მისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ თანხაში თურმე საურავებიც ყოფილა და ბატონმა პრემიერმა ორჯერ გაგვიმეორა, რომ საურავების საკითხში ისინი მოქნილები არიან. მართალი გითხრათ, მაშინვე მე ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს მოქნილობა, მაგრამ ახლა უკვე ნათლად ვხვდები, რომ როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავხდით შესაბამისად მოქნილები და ვერ გადავეცით ტელევიზია და არ მივეცით კონტრიბუცია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






