სირიის მომხრეები: რატომ უჭერენ მხარს ასადს რუსეთი, ჩინეთი და ირანი
პოზიცია - 12:24, 30 Aug, 2013     13851


სტატიაში განხილულია, თუ რატომ შეინარჩუნა სირიამ "რამოდენიმე კარგი მეგობარი", მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმს, ორწლიანი სამოქალაქო ომის, ათეულათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, მთელი მსოფლიო უპირისპირდება?


რუსეთი:


რუსეთის მხარდაჭერა ეკონომიკური და იდეოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული.

 

1. ეკონომიკური ინტერესი
რუსეთი ყველაზე მსხვილი იარაღის მიმწოდებელია სირიისათვის. ორ ქვეყანას შორის სამხედრო ხასიათის კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რუსეთმა ასევე იქირავა სამხედრო საზღვაო ბაზა სირიაში, პორტ ტარტუსის მახლობლად.

 

2. იდეოლოგიური ფაქტორი
რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუშალოს ამერიკის გავლენის ზრდას რეგიონში.
რუსეთის არ სჯერა რევოლუციების, ომის და რეჟიმის ცვლილების, რომლებიც რეგიონში დემოკრატიის დამყარებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს. მას კონტრარგუმენტად მოჰყავს "არაბული გაზაფხული" და ერაყის ამბები, რომელთაც, რუსეთის აზრით შედეგი ვერ გამოიღო.
რაც მთავარია, რუსეთი არ ენდობა აშშ-ს და მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას, დემოკრატიულ პრინციპებსა და სტაბილურობას აშშ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გასაძლიერებლად იყენებს.
"რუსეთისთვის მთავარია შეინარჩუნოს თავისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხმელთაშუაზღვის რეგიონში, გაანაღდოს თავისი ეკონომიკური კონტრაქტები, და ხელი შეუშალოს დასავლეთს. პუტინს ეშინია, იგი არსებობისთვის იბრძვის, რათა შეინარჩუნოს საკუთარი თავი, რეპრესიული რეჟიმი . ასადის ტიპის ლიდერების გაქრობა ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისიც გაქრება," - ნათქვამია სტატიაში.


ირანი:


ირანს და სირიას ერთმანეთთან რელიგია და სტრატეგიული ამოცანები აკავშირებთ.

 

1. რელიგიური ფაქტორი
ირანი ყველაზე დიდი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობაში შიიტი მუსულმანები სჭარბობენ. სირიის ხელისუფლებაში ალავიტები (შიიტების ერთერთი განშტოება) დომინირებენ, ხოლო ოპოზიციაში სუნიტების დიდი რაოდენობაა. ირანისთვის ათწლეულების მანძილზე სირია ერთადერთი არაბული მოკავშირე სახელმწიფოა. სწორედ სირია ეხმარებოდა ირანს სუნიტურ ერაყთან ომში.

 

2. სტრატეგიული ინტერესები
ირანისთვის სირია ტრატეგიული მოკავშირეა. ის წარმოადგენს მთავარ პლაცდარმს, რომლის ტერიტორიის მეშვეობითაც ირანს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რადიუსის რაკეტების მეშვეობით ზიანი მიაყენოს ისრაელს.
დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით ირანი ასადს ტექნიკურ დახმარებას უწევს - დაზვერვის მონაცემები, კავშირგაბმულობა, რეკომენნდაციები სამხედრო საკითხებში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, და აგრეთვე ამერიკის გავლენის გაზრდის შიშის გამო, ირანი ძალიან დაინტერესებულია ასადის რეჟიმის შენარჩუნებაში.


ჩინეთი


ჩინეთის დაინტერესება ასადის რეჟიმის შენარჩუნებაში რამოდენიმე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
უმთავრესი რა თქმა უნდა კვლავ დასავლური იდეოლოგიის, დემოკრატიისა და პრინციპების გავლენის შიშია. ამასთან, გასათვალისწინებელია ამერიკის ფაქტორიც.
მეორე, თავად ჩინეთსაც აქვს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან - ტიბეტის საკითხი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა საკითხები. შესაბამისად, ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას და განაცხადა, რომ არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩაერიოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში - რისი შიშიც თავად ჩინეთსაც აქვს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხებიც - ევროკავშრის მონაცემებით, ჩინეთი მოცულობით მესამე იმპორტიორია სირიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42