სასკოლო განათლების გაზრდილი დაფინანსება და ხარისხის კრიტიკულად დაბალი დონე- "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა
პოლიტიკა - 14:16, 12 Sep, 2018     872
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" სასკოლო განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს კვლევა წარადგინა.

"2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი (სასკოლო) განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.

საქართველოს სკოლებში დაახლოებით 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთაგან 86% 36 წლის და მეტი ასაკისაა. მათ შორის, 13% 65 წლის და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.

2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის - მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის - წამყვანი მასწავლებლის - სტატუსს მხოლოდ 257.

2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა მხოლოდ 25%-მა გადალახა. სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის პედაგოგებს აქვთ.

2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩებოდა. საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო.

სასკოლო განათლების დაფინანსების და ხარისხის ზრდას შორის პირდაპირი კავშირის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არქონაა, რასაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების პროგრამაც ადასტურებს. პროგრამას მიზნად არ აქვს ხარისხის ამაღლება და შემუშავებული არ არის ხარისხის საზომი ინდიკატორები.

რეკომენდაციები:

სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, შედეგს კი განათლების ხარისხის ამაღლება უნდა წარმოადგენდეს. სახელმწიფომ დამატებითი ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება;

უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, რომლებიც იქნება გაზომვადი და საშუალებას მოგვცემს, წლიდან წლამდე ვნახოთ გვაქვს თუ არა პროგრესი;

სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგები უნდა შეფასდეს შესაბამისი ინდიკატორებით, რომლებიც დღეს არ ახლავს ზოგადი განათლების პროგრამას და მის ქვეპროგრამებს;

შესაბამისი კვლევების დანერგვით ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს დაკვირვება სასკოლო განათლების ხარისხზე, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება ზემოთ აღნიშნული პროგრამების შეფასების ინდიკატორებისთვის.

ვინაიდან სკოლის პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად" - აღნიშნულია კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42