"არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური არაა, ისინი სამოქალაქო პირები არიან" - პუტინი სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებზე
მსოფლიო - 12:50, 12 Sep, 2018     3080

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილი პირები რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილია და ისინი სამოქალაქო პირები არიან. ამის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა:

„ჩვენ რა თქმა უნდა გავარკვიეთ ვინ არიან ეს ადამიანები და ვიცით მათ შესახებ. ჩვენ ისინი ვიპოვეთ. გარწმუნებთ, არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური არაა. ისინი სამოქალაქო პირები არიან“- განაცხადა პუტინმა.

პუტინი ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილები აღნიშნულ მოვლენაზე საკუთარ ვერსიის შესახებ მედიასთან უახლოეს მომავალში ისაუბრებენ. პუტინმა თავის გამოსვლაში ეჭვმიტანილების სახელები არ დაუსახელებია.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს, ამ ნივთიერების წარმოება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ხდებოდა, ბრიტანეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქიმიური თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორმა აგენტმა მოაწყო, რომლებიც ცნობილები არიან სახელებით ალაქსანდრ პეტროვი და რუსლან ბიშიროვი. ისინი დიდ ბრიტანეთში მარტის დასაწყისში 3 დღით ჩაფრინდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლების თქმით, მათი სახელები შესაძლოა ყალბი იყოს.

ლონდონი ირწმუნება, რომ თავდასხმა კრემლის ორგანიზებით მოხდა და პასუხისმგებლობას მომხდარზე პირადად პუტინს აკისრებს. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

ტაბლოიდი Daily Express-ი იტყობინებოდა, რომ ბრიტანული დაზვერვა ეჭვმიტანილებზე იმ მასალების მეშვეობით გავიდა, რომელიც მათ „დავერბოვკებულმა“ რუსმა აგენტმა, (კოდური სახელი „აპოლონი“) მიაწოდა, რომელსაც პუტინის პოლიტიკის გამო ქვეყნიდან ემიგრირება სურდა.

გაზეთი The Mirror ადრე წერდა, რომ საქმეში გამოჩნდა კიდევ 4 უცნობი პირი - ჯგუფი სახელით „ჩისტილშიკები“, რომლებიც საჭირო იყვნენ „პეტროვისა“ და „ბოშიროვისთვის“ თვალყურის სადევნებლად და გაუთვალისწინებელ მოვლენების განვითარების შემთხვევაში საქმეში ისინი უნდა ჩართულიყვნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42