"ჩანაწერები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს" - საია "იბერიას" საქმეზე სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 12:38, 12 Sep, 2018     570
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია "იბერიაში" მიმდნარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საია სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"2018 წლის 09 სექტემბერს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი სადაც სავარაუდოდ ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყოფილი თანამდებობის პირი საუბარში აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია გამაღიზიანებელია - ,,ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ“ და მფლობელს მის გაცვლას სთავაზობს პრობლემების მოგვარებაში - ,,ტელევიზია, რომ გაცვალო აი ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით.“

2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად კი, რომელშიც სავარაუდოდ ასევე ზემოთ ხსენებული პირები ესაუბრებიან ერთმანეთს, ირკვევა რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა. ამ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილიც.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საუბრები, მით უფრო ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან, დაუშვებელია. როგორიც არ უნდა იყოს მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი, მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იქნეს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან გააგრძელებს თუ არა ტელევიზია მუშაობას. მაუწყებლობის შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს" - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42