პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელი მიიღო
პოლიტიკა - 12:29, 12 Sep, 2018     795

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობათა განვითარებაზე, საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, რუსეთის ანექსიაზე, ოკუპაციასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოში სტუმრობისათვის და მის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა.

"მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვატარებ ამ დღეებს და რა თქმა უნდა, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. საკმაოდ ბევრი საკითხი გვაქვს დღის წესრიგით გათვალისწინებული, რათა დავსახოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობების სტრატეგია. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და პირადად გადაგიხადოთ მადლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის წინ წამოწევაში თქვენი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

უეს მიტჩელმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობისათვის.

"ჩვენ საინტერესო დისკუსიას მოველით საქართველო -აშშ-ს ურთიერთობის, უსაფრთხოების, რეფორმების, ეკონომიკისა და ინვესტიციების შესახებ. როგორც ყოველთვის, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატვით იმ ძალისხმევისთვის და თავგანწირვისთვის, რომელსაც თქვენი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში ავლენენ და იმ უდიდესი ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-სა და ნატო-ს მისიებში საქართველო ეწევა", - აღნიშნა უეს მიტჩელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42