„მარიხუანით თრობისას ავტოტრანსპორტის ტარება სისხლის სამართლით დასჯადი ხდება“ - გიორგი გახარია გამკაცრებულ კანონზე
პოლიტიკა - 12:29, 12 Sep, 2018     25205
მარიხუანის ლეგალიზება და მისი მოხმარება - დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი იქნა განხილული, სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც კანონში შედის მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშრებით:

“მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუციოლებელი მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანას მოხმარების. ამ ნაწილში ჩვენ მტავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირბის სშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გავრცელების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდდამხოლოდ პირად სივრცეში.

შინაარსობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ რომ განვიხილოთ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი.

ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი, გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში, ასევე გახდება სისხლის სამართლით დასჯადი.

ასევე, ჩვენი ახალი ცვლილებებით, მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც სამოქალაქო შეზღუდვები იქნება აუცილებელი, თუმცა, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალდამცავი პირობებით, ეს იქნება მოსამართლის დისკეცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში, ეს იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროეით, სამიდან ხუთბ წლამდე.

აქედან გამომდინარეობს შემდეგი, თუ დღეის მდგომარეობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და ეფექტური კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საწინააღმდეგოდ, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუნას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს, მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ისეთი ყველაზე რისკის შემცველი საშუალებები, როგორიც არის წახალისება მარიხუანის მოხმარების, იყოს აღკვეთილი, მე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება საფუძველს უყრის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანის არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანის მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42