მისი თქმით, წვრთნებისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
სააგენტო DPA-ს ცნობით, სწავლების მიზანია შეამოწმოს სამხედრო კავშირის მზადყოფნა ახალ საფრთხეებზე რეაგირების კუთხით. მათ შორის „ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის დახვეწული ტექნიკის“ მიმართაც. ადრე დასავლეთის ქვეყნებმა „ჰიბრიდულ“ თავდასხმებში მოსკოვი დაადანაშაულეს. ნატოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მოკავშირეები ამ უშავებენ მსხვილმასშტაბიან ოპერაციას, ასევე ახდენენ ჯარების განლაგებას და ტრანსპორტირებას.
წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება - 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14-23 ნოემბერს, მასში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა: 40 ათასი სამხედრო ნატოს წევრი და პარტნიორი 30 ქვეყნიდან. წვრთნებში გამოყენებული იქნება 130 თვითმფრინავი, 70 გმი და 10 ათასზე მერი სატრანსპორტო საშუალება. წვრთნების დროს ნორვეგიის სანაპიროზე შემოჭრის წინააღმდეგ მიმართული თავდაცვითი ოპერაციის იმიტირება მოხდება. მანევრების გეოგრაფია ასევე მოიცავს ატლანტიკის ჩრდილოეთ რაიონებს, ბალტიის ზღვას, ისლანდიას, ფინეთის და შვედეთის საჰაერო სივრცეს,
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომი განვითარების შემდეგ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა არსებითად გააფართოვა თავისი სამხედრო წვრთნების მასშტაბები. ბოლოს NATO-ს წვრთნები Trident Juncture 2015 წელს ჩატარდა. მაშინ მასში მონაწილეობა 36 ათასმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის უკრაინიდანაც.
სამშაბათს, 11 სექტემბერს შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნებმა "Восток-2018"-მა აიღო სტარტი. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაიით, მასში მონაწილეობას 300 ათასი სამხედრო, 80 გემი, 36 ათასი ჯავშანტექნიკა, 1000-ზე მეტი თვითმდრინავი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






