„საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება“ - მამუკა ბახტაძე
პოლიტიკა - 12:03, 12 Sep, 2018     771

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება:

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში შევქმნათ ის ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ მიგვაღწევინებს საერთო მიზანს.

საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს გუშინ ღიად დააფიქსირა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“, - განაცხადა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42