„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია...მაგრამ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ“ - პრემიერი „იბერიას“ საქმეზე
პოლიტიკა - 10:45, 12 Sep, 2018     727

საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა, ეს "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ დაამტკიცა - ასე პასუხობს პრემიერი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანია "ომეგა ჯგუფის ირგვლივ" გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

პრემიერის თქმით, ომეგა ჯგუფს აქვს დავალიანება და მან ეს უნდა გადაიხადოს. პრემიერის განცხადებით, თუ ბიზნესმენს აქვს ტელეკომპანიაც, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიზნესის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა, პრემიერის თქმით საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა:

"მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან ისევე როგორც მის აქციონერებთან. ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში.

თუ სწორად მახსოვს, ამ კომპანიას 11-ჯერ გადაუვადდა იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ, ჩვენ დავინახეთ ნეგატიური ტენდენცია, რომ ბოლო თვეები განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს. არსებობს ბიზნესსაქმიანობა არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს აქვს აქციზის გადასახადი და ეს უნდა გადაიხადოს ყველამ.

არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და ჩვენ მას ვუფრთხილდებით, მაგრამ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა ის რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვს ტელევიზია ეს იმას არ ნიშნავს,რ ომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ“-ამბობს პრემიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42