„ეს არის ივანიშვილის ინიციატივა“ - დეკანოზი დავით ისაკაძე მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე
პოლიტიკა - 10:36, 12 Sep, 2018     1355

მარიხუანას კულტივაცია და ექსპორტი - დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ბედ-იღბალს საკონსტიტუციო სასამართლო და ის ადამიანები ვერ უნდა წყვეტდნენ, რომლებსაც ნარკობიზნესის წარმოება სურთ. ამის შესახებ დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„საქართველოში აპირებენ პლანტაციების გაშენებას იმისთვის, რომ ეს პროდუქცია საექსპორტოდ გააგზავნონ სამედიცინო მოხმარების მიზნით. ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. რეალურად, ფაქტობრივად საქართველოში უკვე ნარკოტიკიული საშუალებების გასაღების პროგრამის ამოქმედება ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ეკლესია, საზოგადოების ჯანსაღი ფენა ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რათა ამის საშუალება მავანთ არ მიეცეს. უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ და დასამალი აღარ არის. ითქვა, გადაწყვეტილებას ვინ ღებულობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, კოლუმბიის სახეს იღებს საქართველო. მთელი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რადგან ნარკომანია ყველა ოჯახს კატასტროფულ შედეგებს უქადის.

ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით. ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ საზოგადოება. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი ინიციატივა. მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. თავის დროზე ვერ მოახერხა პარლამენტში. საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და შედეგები სახეზეა", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42