საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის სხდომა საქართველოში კანაფის კულტივაციისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კონსულტაციის შემდეგ, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მუშაობა კანაფის ექსპორტის ლიცენზიის წესზეც.
"მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად როგორც კი გამოქვეყნდა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მე დავავალე შს სამინსიტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული.
იმისთვის რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი კონტროლი ჰქონდეს.
კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ტრანსპორტში არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებსა და ექიმებს. დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ ამ იდეის პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად,"-აცხადებს პრემიერი.
რაც შეეხება მარიხუანას ექსპორტსა და მის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას, პრემიერის განცხადებით, რეგულაციები ამ მიმართულებითაც მკაცრი იქნება.
„ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს მკაცრად იქნება რეგლამენტირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი. ვინაიდან გვაქვს რისკები გაცნობიერებული, რომ არ შეიძლება კულტივაცია ამ მცენარისა და ნივთიერების რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა ამიტომ მივიღეთ ამ რისკიდან გამომდინარე გადაწყვეტილება რომ მკაცრად რეგლამენტირებული იყოს ეს“-ამბობს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






