"სად ხართ ის ადამიანები, სანდრო გირგვლიანი რომ გეკერათ და ქუჩა-ქუჩა რომ დაბღაოდით, ზაზა სარალიძის შვილი შვილი არ არის? - ელისო კილაძე
პოლიტიკა - 22:49, 11 Sep, 2018     5597
ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ, თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეაშინა და მეორე ნაწილი არის დეზინფორმაციის მსხვერპლი, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო დარჩება რუსთაველის გამზირზე," - ამის შესახებ განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის.

„ორი ადამიანის ასე ძალიან ეშინია ამ ხელისუფლებას და აუცილებლად შეეშინდება ხალხის იმ რაოდენობის, რომელიც აუცილებლად გამოვა მათ მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მისივე თქმით, შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებამ გამოსავალი არ დაუტოვა და მათ მიმართეს რადიკალურ ნაბიჯებს.

ელისო კილაძე ასევე მიმართავს შს მინისტრს და განმარტებას ითხოვს, რატომ მოიპარეს აქციაზე მყოფმა პოლიციელებმა კარავი, რომლის გაშლასაც გეგმავდა ზაზა სარალიძე.

„აქციაზე მივიდა ქურდულად პოლიციის ჯგუფი და აქციიდან კარავი მოიპარა. როდის ხდებოდა ეს ჩვენს ქვეყანაში, როდის ხდებოდა, იქნებ გამახსენოთ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

მან მოქალაქეების იმ ნაწილსაც მიმართა, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ წინა აქციაზე ზაზა სარალიძის გვერდით პოლიტიკურ პარტიები იდგნენ.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის გვერდი ახლა დგანან რიგითი მოქალაქეები და ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე აკრიტიკებდნენ შვილმკვდარ მამებს, ამ ყველაფერს ტელევიზორიდან უყურებენ

"სად ხართ ის ადამიანები, რომლებიც ირინა ენუქიძის სახელით სპეკულირებდით და მოხვედით ხელისუფლებაში. სანდრო გირგვლიანი რომ გეკერათ და ქუჩა-ქუჩა რომ დაბღაოდით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 2011 და 2012 წელს? რა, ზაზა სარალიძის შვილი შვილი არ არის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი შვილი არ არის?“ -განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42