მისი თქმით, მან აიძულა "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაესახელებინა.
"მარტივად შევეცდები ვთქვა, მქონდა კონკრეტული ვალდებულება, ეს სამსახური ბოლო წუთამდე მიმეყვანა, რაც კონსტიტუციით მაქვს მონიჭებელი. მეორე პრეზიდენტობა ყოველთვის პრობემურის პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს შეზღუდული ძალაუფლებით, გამოდიოდა, რომ ერთ მდინარეში შევდიოდი. ამის სურვილი არ მქონდა. ფიცი დავდე და ვემსახურე ქვეყანას. შზღუდული უფლებებით იგივე როლში ყოფნა არ იქნებოდა პროდუქტიული"- განაცხადა გიორგი მარგეველაშვილმა.
მისი თქმით, ის საპრეზიდენტო კამპანიისა და არჩევნების მოგების პრობლემას ვერ ხედავდა.
"პრობლემას ვხედავდი რა უნდა გამეკეთებინა, იმ ფინზე როცა პრეზიდენტს შეზღუდული უფლება-მოსილება აქვს. მე მმართვველი ძალა მივიყვანე იმ მომენტამდე რომ კანდიდატი ვერ დაასახელეს. ჩემი მიზანი იყო კანდიოდატურა არ დაესახელებინა ოცნებას. სალომე ზურაბიშვილის დაყენება მეორე სერიაა"- თქვა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






