არ არის გამორიცხული, რომ გამოკითხვაზე და დიდი ბრიტანეთის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოს უჩა მამაცაშვილს, რადგან საადვოკატო ფირმის მიერ გადმოგზავნილ წერილში მმართველი პარტიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან მოხსენიებული.
"გარკვეული ინფორმაციები რა საკვირველია მაქვს, მაგრამ მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერი ნათლად გამომჟღავნდება. ლევან ყიფიანთან დაკავშირებით რა რექაცია ჰქონდა ეს მას უნდა ჰქკითხოთ"- თქვა დეპუატმა.
ნატო ჩხეიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ სკანდალური 5 წლის წინ არის ჩაწერილი.
„ქალბატონი ჩუგოშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს არის 5 წლის, არ ვიცი, საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ალბათ, ბრძანებს საიდან აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაციაც არის დეზინფორმაცია, თუნდაც იქიდან, რომ 5 წლის წინ ტელეკომპანია იბერია ჯერ აღდგენილი არ იყო და არ ფუნქციონირებდა და ეტყობა, ძალიან უნდათ, რომ ეს პრემიერი გადაარჩინონ და მაშინ გადაითვალონ, ვინ იყო პრემიერი,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






