მარიხუანას მოყვანისა და ექსპორტის საკითხი - მმართველი გუნდი აღარ მალავს, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე განიხილება. აკაკი ზოიძის განცხადებით, პროექტი ნედლი სახით მარიხუანის ექსპორტს გამორიცხავს და მხოლოდ პროდუქციის გატანაზეა საუბარი, რასაც შსს და მთავრობაც იზიარებს.
„იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე საუბარი, დისკუსია პრინციპზე, რომ საექსპორტოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ საექსპორტოდ, სამედიცინო მიზნით და ფარმაცევტული მიზნით წარმოებისათვის. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმიტომ არის, რომ ძირითადში იმის გამო, რომ სტიგმატიზებულია ეს თემა, სტერეოტიპების ტყვეობაში ვიმყოფებით, მე თუ მკითხავთ. ნედლზე არ არის, პროდუქტებზეა საუბარი, რაც თავისთავად გამორიცხავს ნედლი სახით ექსპორტს. პროდუქცია უნდა მოხდეს საექსპორტოდ. მე ვიცი, რომ შსს-ს პოზიციაც იგივეა, მთავრობის პოზიციაც იგივეა ამ კუთხით,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






