"მნიშვნელოვანია კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმატი იყოს გამოყენებული "საზმაუს" თანამშრომლებისთვის სრულყოფილი პასუხების გასაცემად" - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 18:12, 11 Sep, 2018     727

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა, რომლებმაც აგვისტოს ბოლოს მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულებების პირობები გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" არ არსებობს გამჭვირვალე და თანმიმდევრული შრომის პოლიტიკა, მიღებული გადაწყვეტილებები კი, დაუსაბუთებელია.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმატი იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მაუწყებლის თანამშრომლებში არსებულ ძალიან ბევრ კითხვას დროულად და სრულყოფილად გაეცეს პასუხი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები არხზე არაერთ პრობლემას ხედავენ. ეს ეხება როგორც შრომით პოლიტიკას და ბოლო პერიოდში დაწყებულ ოპტიმიზაციის პროცესს, ასევე ეხება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხებს. ეს კითხვები მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ამ კითხვებზე მათ და საზოგადოებას ნათელი და დროული პასუხები გაეცეს.

კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ბორდს და საქართველოს პარლამენტს აკისრია, რომელსაც აქვს უშუალო შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას მუდმივ რეჟიმში ადევნოს თვალ-ყური, მოისმინოს ანგარიში და ა. შ.", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას მუდმივი ყურადღების არეალში ექნება აღნიშნული საკითხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42