„ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა“ - ლევან იზორია
პოლიტიკა - 17:02, 11 Sep, 2018     777

„დღეს ჩვენი საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. სწორედ მიღწეულის შენარჩუნება და ჩვენი გაძლიერება უნდა იყოს რუსული საფრთხის შეკავების საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“, რომელიც ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა, სადაც მან გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების კონტექსტი ყველაზე ადეკვატურად აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაშია ასახული. „ჩვენ კონკურენციის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მთავარი დაპირისპირება დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსა ანუ დასავლეთსა და ავტორიტარულ სისტემებს შორის მიმდინარეობს. განსაკუთრებით ევროპისთვის ამ საფრთხეს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი წარმოადგენს,რომელმაც თავისი რევანშისტული პოლიტიკით ჯერ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოახდინა და დღეს ცდილობს დაარღვიოს დასავლეთის ერთიანობა, შეასუსტოს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის აზრით, საერთო ამოცანა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერებაა. „საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას. დემოკრატიული განვითარების გზით, საქართველოს მიზანია გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და აშშ-ის სტრატეგიული რეგიონული მოკავშირე. ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აფასებს საკითხს და გამოსავალი სწორად არის ასახული ცნებაში - სტრატეგიული შენარჩუნება. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს სწორედ ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სესიაზე გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42