ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:10, 11 Sep, 2018     1243
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018 წელს ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება.

უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“.

2018 წლის ნომინაციებია:

1. წლის ბიზნესი

2. წლის ქართული პროდუქტი

3. წლის ტურისტული ბიზნესი

4. წლის ქალი მეწარმე

5. წლის სტარტაპი

6. ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

თიბისი ბანკმა დღეს პროექტი პარტნიორებთან ერთად წარადგინა. ბიზნსესდაჯილდოება 2018-ის პარტნიორები არიან „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub, EFSE. თითოეული მათგანი ერთ ნომინაციას წარმოადგენს.

ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. ხოლო ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთმა კომპანიამ, რომლის წილის მფლობელია ქალი.

ერთ კომპანიას შეუძლია სასურველი 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს. წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ ჯილდო:

1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი:

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

2. ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია:

იმისათვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

3. პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა):

ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და მისთის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი შეირჩევა.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების მხარდაჭერას. დაჯილდოება უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

2 წლის მანძილზე თიბისის ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

რეგისტრაცია 17 სექტემბერს დაიწყება! ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.

სიახლეების გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ - გვერდს : www.businessaward.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42