სლოვენიელი სპეციალისტები სკრინინგ ცენტრის ექიმებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის კურსს ატარებენ
პოლიტიკა - 16:09, 11 Sep, 2018     777

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ერთკვირიანი ტრენინგ-კურსი - სარძევე ჯირკვლის რენტგენოგრაფიული გამოსახულების ხარისხი და უსაფრთხოება (National Training Course on Quality and Safety in Breast Imaging) ტარდება. სატრენინგო კურსს ატარებენ სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი მაქსიმილიან კადივეცი, სლოვენიაში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქრისტინა ჰერტლი, რადიოგრაფერი, ძუძუს პოზიციონირებისა და ხარისხის კონტროლის ტრენერი ვერონიკა კუტნარი.

ტრენინგის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სლოვენიის ძუძუს კიბოს სკრინინგის ხელმძღვალემა მაქსიმილიან კადივეცმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილიმა და დავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის “ სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა ლიანა მგალობლიშვილმა. გამომსვლელებმა სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თავის მხრივ სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე, საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის თავისებურებებზე, ცენტრში არსებულ ხარისხის კონტროლზე, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სლოვენიელმა სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით ერთმანეთს მხარდაჭრა აღუთქვეს.

„ტრენინგზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება სლოვენიაში დანერგილ ძუძუს კიბოს სკრინინგის მოდელზე, პროგრამის მოწყობაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. ერთკვირიანი კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მისი მიზანია სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე, ევროპული, კერძოდ, სლოვენიური სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ძუძუს კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელი, ხარისხის კონტროლი, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფსიქოლოგიური ასპექტები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ინტერვალური კიბო, ძუძუს იმპლანტების პოზიციონირება და სხვა.

კურსის ფარგლებში სლოვენიელი სტუმრები ეროვნული სკრინინგ ცენტრის ყველა ფილიალს დაათვალიერებენ, ადგილზე გაეცნობიან ახალი თაობის მამოგრაფების მუშაობას და პრაქტიკულ მეცადინეობებს ცენტრის ფილიალებში ჩაატარებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42