"საინვესტიციო ფორუმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება" - ნინო ენუქიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:05, 11 Sep, 2018     1194

აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ბათუმში ორდღიანი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის" (CAREC) წევრი 11 ქვეყნის სამთავრობო უწყებების, ენეროკომპანიების, ექსპერტული წრეების გარდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (World Bank, USAID, EBRD, KfW etc) წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, საინვესტიციო ფორუმის მთავარი მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის მიმართ. „საქართველოს ენერგეტიკას განვითარებისთვის მეტი ინვესტიცია სჭირდება. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, ჰიდროენერგიის უფრო მეტად ათვისების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდება ენერგოსექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე.

ნინო ენუქიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მზის PV პანელების საკითხზე - მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არსებობს. „საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ბათუმის საინვესტიციო ენერგეტიკულ ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის მიმართულებით, განახლებადი ენერგიების კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენება შინამეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სხვ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42