რუსეთის გვარდიის მეთაური ალექსეი ნავალნის დუელში იწვევს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება
მსოფლიო - 16:01, 11 Sep, 2018     2377
რუსეთის გვარდიის მეთაური ვიკტორ ზოლოტოვი ალექსეი ნავალნის დუელში იწვევს. მიზეზი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა, რომელშიც საუბარი იყო უწყებისთვის შეძენილ პროდუქტებზე ფასის განგებ მომატებაზე. ზოლოტოვი ნავალნის ვიდეომიმართვაში დაემუქრა, რომელიც რუსეთის გვარდიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


„ჩემთან მიმართებაში თქვენ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური მოსაზრებები გქონდათ. ოფიცერებში ასე უბრალოდ პატიება მიღებული არაა. საუკუნეების განმავლობაში ნაძირლებს სილას აწნავდნენ და დუელში იწვევდნენ. ბატონო ნავალნი, ჩვენ ხომ არავინ გვიშლის ამ ტრადიციების ნაწილობრივ დაბრუნებას. მე ვგულისხმობ სატისფაქციას. მე თქვენ დუელში გიწვევთ - რინგზე, ტატამზე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც გპირდებით რომ თქვენგან კარგ, წვნიან ხორცის ნაჭერს დავამზადებ.“- განაცხადა ზოლოტოვმა. ამასთანავე რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნის ამერიკის პროდუქტს და მარიონეტს უწოდებს.

„საერთოდ ვინ ხართ, ნავალნი, მინდა გავიგო თქვენი შემადგენლობა, საიდან გამოჩნდით და რისთვის? მესმის, რომ თქვენ ამერიკული პროდუქტი ხართ, ყველა კლონები და მარიონეტები. მესმის, რომ თქვენ ამოცანას წარმოადგენს, ყველა და ყველაფერი თქვენს გარშემო ტალახში მოსვაროთ, მოახდინოთ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია.“- აცხადებს ზოლოტოვი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ნავალნის კორუფციასთან ბრძიოლის ფონდმა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის გვარდიამ 2018 წელს პროდუქტები გაზრდილი ფასებით შეიძინა, ეს მოხდა სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, პროდუქციის შეძენა დაიწყეს ხორცკომბინატ „Дружба народов“ -სგან და არა სხვადასხვა მომწოდებლებისგან. აღნიშნული ხორცკომბინატის მფლობელი კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბორის კანტემიროვია, რომელიც ადრე შსს-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობა ნავალნის ორგანიზაციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ზოლოტოვის განცხადებაში კრემლში მუქარას ვერ ხედავენ და აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირების მოხდენას არ აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42