მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ღია რეკეტს და ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე 28 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვებით უნდა დასრულდეს:
„მაშინ, როდესაც საქართველო უმძიმეს პირობებში იმყოფება, მაშინ, როდესაც ერთი მილიონი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც 50 ათასი ბავშვი მშიერი იძინებს, მაშინ, როდესაც 250 ათას ადამიანს ქონება აქვს დაყადაღებული ბანკების მიერ, როდესაც ყოველ მესამე პენსიონერს ბანკიდან თავისი პენსია ვადაზე ადრე გამოაქვს, როდესაც ფასები იზრდება ყველაფერზე, რას უნდა გამოეწვია კიდევ ჩვენი აღშფოთება, მაგრამ მოხდა სრულიად უპრეცენდენტო ფაქტი.
პირველად, ჩვენ მივიღეთ მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული წარმომადგენელი პირები ეწევიან ღია რეკეტს ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ ამ მტკიცებულების შემდეგ გვაქვს სრული უფლება, მოვითხოვოთ, რომ ეს პირები იყვნენ დაკავებული, პროკურატურამ აღძრას საქმე და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც ითხოვს ამას საქართველოს კანონმდებლობა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლეიც ებრძვის კორუფციას.
წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია, ყოფილი მინისტრი მიდის ბიზნესმენთან და ეუბნება, შენ გაქვს დავალიანება და ორ მილიონს თუ გადაიხდი ან დათმობ ტელევიზიას, მაშინ ეს დავალიანება აღარ გექნება, ანუ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით, რომლითაც ეს ხელისუფლება არსებობს, მიუხედავად გასაჭირისა მოქალაქე რომ არ აინტერესებს, ეს ადამიანები კიდევ იმას ბედავენ, რომ დაატერორონ ბიზნესი და თავისუფალი მედია.
მივმართავ ბიზნესსაც, თავისუფალ მედიასაც და საქართველოს მოქალაქეებსაც. თუ გინდათ, რომ ეს განუკითხაობა შეწყდეს ქვეყანაში, ამის გარანტია იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება. თუ გინდათ, რომ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, რის გარეშეც ვერც ოპოზიციის და ვერც თქვენ უკმაყოფილო ხმას ვერ გაიგებს ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ამის გარანტია იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება. თუ გინდათ, რომ ბოლოს და ბოლოს ბიზნესმა მართლა იმუშაოს თავისუფალ პირობებში, როდესაც მას არავინ დაატერორებს, ამის გარანტია იქნება 28 ოქტომბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ოფიალურად გამოვლენილი რეკეტიორების ხელში, ეს უკვე კორუფციაც არ არის, ეს არის „ობშიაკის“ შეგროვება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






