THE NEW YORK TIMES - რუსეთი მეზობლებს აშინებს
საზოგადოება - 10:17, 30 Aug, 2013     1128

 


ავტორი სტივენ ბლენკი მიმოიხილავს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 

შეიძლება გამოგრჩათ, მაგრამ 14 აგვისტოს რუსეთმა გამაფრთხილებელი ეკონომიკური ცეცხლი გაუხსნა უკრაინას. იმ დღეს, რუსეთის საბაჟო სამსახურმა საბაჟო პროცედურები გაამკაცრა, რითაც ფაქტობრივად აკრძალვა შემოიღო ყველა ტიპის უკრაინული პროდუქტის შეტანააზე რუსეთში. ეს ყველაფერი კიევს შეიძლება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტ სავაჭრო ზიანად დაუჯდეს წლის ბოლოსათვის.

 

ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, უკრაინისათვის მოულოდნელი იყო. არანაირი ოფიციალური მიზეზი არ თქმულა, მაგრამ მოსოვი იშვიათად ცდილობს იმის ახსნას, თუ რატომ აწესებს ხოლმე სანქციებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

 

რამდენიმე დახურული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთს და უკრაინას შორის (და 20 აგვისტოს ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ფონზე) მოსკოვმა საბაჟო შემოწმებები შეწყვიტა.

 

მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის მიზეზი ცხადია: კიევი ეწინააღმდეგება მოსკოვის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრინებას – ბლოკში, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევის ცენტრალური ელემენტია ისეთ საქმეში, როგორიცაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (ბალტიისპირეთის გარდა) ხელახალი თავმოყრა რუსეთის ფრთის ქვეშ. უკრაინა პირიქით, მიისწრაფვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისკენ, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას, რასაც ხელი უნდა მოეწეროს ნოემბერში, ვილნიუსში.

 

ეს უკრაინას სუვერენიტეტის განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს და ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად.

 

ასე, რომ მოსკოვი ახლა კიევის დასჯას ცდილობს. პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა, რუსეთის მიერ ჩატარებული მასშტაბური პროცედურების შემდეგ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა "იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინა უცბად გადადგამს ამ სუიციდურ ნაბიჯს და ხელს მოაწერს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას".

 

რუსული მედიით გავრცელდა გაფრთხილება, რომ თუკი უკრაინა ხელს მოაწერს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ამას შეიძლება შემდგომი ეკონომიკური ქმედებები მოჰყვეს.

 

უკრაინა არ არის ის ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მოსკოვისგან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.

 

ამ ზაფხულში რუსეთმა სომხეთს ენერგომატარებლებზე ფასები გაუძვირა იმის ნიშნად, რომ უკმაყოფილო იყო ერევნის მოლაპარაკებებით თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან. მან ასევე 4 მილიარდი დოლარი გაიღო შეიარაღებაში სომხეთის რეგიონული მტრის, აზერბაიჯანისთვის, რითაც მკვეთრად გაზარდა ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფრონტაციის შანსი.

 

მოსკოვის რისხვას ტაჯიკეთიც კი ვერ გადაურჩა: რუსეთს ჩვევაში გადაუვიდა რუსეთის ფედერაციაში მომუშავე ტაჯიკ მიგრანტებზე თავდასხმა, რომელთაც ფულის გადარიცხვებს (რაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის ეკონომიკის შენარჩუნებისთვის) დამსაქმებლები ხშირად უკავებენ.

 

რუსეთს წნეხში ჰყავს ბელორუსიც, რათა აიძულოს მას მიჰყიდოს მოსკოვს ბელორუსის გაზის მილსადენებისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის საკონტროლო პაკეტი, და ზეწოლას ახდენს კრიტიკულად განწყობილ პოტაშის კომპანიაზე Bელარუსკალი, რათა დათანხმდეს შთანთქმას რუსული მხრიდან.

 

ამ ტიპის ეკონომიკური იძულება სიტყვებზე ბევრად უფრო კარგად მეტყველებს რუსეთის გეოპოლიტიკურ შეხედულებებზე. კრემლი ღიად ლახავს მისი მეზობლების დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მაგალითად, გლაზევი, უკრაინის ევროპული კურსის იდეას უწოდებს "ავადმყოფური თვითმოტყუების" აქტს.

 

მხოლოდ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ქმედება უკრაინის მიმართ. შეერთებულ შტატებს არაფერი უთქვამს.

 

ის, რომ ვაშინგტონი და ევროკავშირი ვერ ახერხებენ შეთანხმებული პოლიტიკის არტიკულირებას აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ, მოსკოვის მხრიდან ინტერპრეტირებულია, როგორც რუსეთის გავლენის სფეროს უხმო აღიარება ყოფილ საბჭოთა სივრცეზე და ერთგვარი ლიცენზია მოსკოვისთვის იქ ბატონობის აღდგენაზე.

 

ფსონები მაღალია. იმ შემთხვევაშიც, თუკი უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ტაჯიკეთი და სხვები არ არიან ლიბერალური დემოკრატიის მაგალითები, მათი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება უნდა შედიოდეს შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებში.

 

მართალია, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ რუსეთის მეზობლები პასიურად გაიზიარებენ საბჭოთა სტილის წარსულში დაბრუნებას, თუმცა რუსეთის პოლიტიკა საბოლოო ჯამში ნიშნავს კონფლიქტებსა და ხანგრძლივ პოლიტიკურ არასტაბილურობას.

 

პუტინს შეუძლია სჯეროდეს იმის, რაც რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკის მარცხმა ევრაზიაში არ უნდა წაახალისოს მისი განცდა, თითქოს მას სსრკ-ს აღდგენა შეუძლია. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა.

 

სტივენ ბლენკი – რუსეთის საკითხების მკვლევარი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში (ვაშინგტონი)

 

მასალა მომზადებულია "ფორინპრესის" მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42