"თავისუფალი მედია და თავისუფალი ბიზნესი დაცული უნდა იყოს" - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 14:08, 11 Sep, 2018     389

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტელეკომპანიის „იბერია" დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.

პრეზიდენტმა ტელეკომპანიის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ბოლო პერიოდში "იბერიას" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს, როგორც თავისუფალი მედია, ასევე თავისუფალი ბიზნესი.

როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ნათელია, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელზეც დგას თავისუფალი საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფო - სიტყვის თავისუფლება და ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა, იყოს დაცული და ყოველგვარი მანიპულაციები ამასთან მიმართებაში იყოს გამორიცხული.

"არავისთვის სადაო აღარ არის რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობენ, საუბრობენ და პოზიციებს აფიქსირებენ, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები თუ სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესი. მომუშავე ბიზნესის უკან კი, დგას რამდენიმე ასეულობით ადამიანი და მათი ოჯახები და დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ამდენი ადამიანის უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დატოვება ასევე ძალიან სერიოზული ტვირთია სახელმწიფოსთვის.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქმედებების და ნაბიჯების დაგეგმვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც მედიის თავისუფლება, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების ფინანსური უსაფრთხოების საკითხი, რომელებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები აქ ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42