სუამი და ეთნიკური კონფლიქტები
პოლიტიკა - 13:18, 10 Sep, 2018     1691

სუამ-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა ყოფილი საბჭოთა სივრცეში არსებული ეთნიკური კონფლიქტების თვალსაზრისით. სუამი - არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მიერ (2002 წელს უზბექეთიც ჩაირთო სუამ-ში, მაგრამ 2005 წელს გავიდა ორგანიზაციიდან). 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ქვეყნების პრეზიდენტების მიერ ერთობლივი კომუნიკეს გაფორმებით დაიწყო საქმიანობა. ამ კომუნიკეში განსაკუთრებულად აღნიშნულია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა, დემოკრატია, სამართლის უზენასეობა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპები. იმ დროს ამ ოთხი ქვეყნიდან სამი (უკრაინის გარდა) ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის წინაშე იყო. საქრთველო „აფხაზეთის“ და „სამხრეთ ოსეთის“, აზერბაიჯანი „მთიანი ყარაბაღის“, მოლდოვა კი, „დნესტრისპირეთის“ პრობლემას ვერ აგვარებდა. ფაქტიურად სამივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იყო და გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების მიუხედავად არ მათი მთლიანობა არ იყო აღდგენილი.

2001 წლის 7 ივნისს იალტაში სუამ-ის პირველი სამიტის შეხვედრა ჩატარდა, ბოლოს გაფორმდა იალტას ქარტია. 2005 წლის 22 მაისს ქიშინეუში სუამ-ის სამიტის შეხვედრა ჩატარდა და ამ შეხვედრაზე სახელმწიფო ლიდერებმა სუამ-ის საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს. 2006 წლის 22-23 მაისს კი, სუამ-ის კიევში ჩატარებული სამიტის შეხვედრის დროს 1997 წლიდან არსებული ერთობის საფუძველზე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ორგანიზაცია - სუამი დაფუძნდა. კიევში ჩატარებულ სამიტის შეხვედრაზე „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ორგანიზაცია - სუამის ჩამოყალიბების შესახებ კიევის დეკლარაცია“ და სუამ-ის წესდება მიღებულ იქნა.

სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავარი პრობლემების - ეთნიკური სეპარატიზმს, საერთაშორისო ტერორიზმსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს სპეციალურ ყურადღებას აქცევს. შემთხვევითი არ არის, რომ კიევის დეკლარაციაში სუამ-ის მთავარ მიზნებს შორის ქვემოთ მოცემული ორი მუხლიც მითითებულია:

- წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დამრღვევი, დიდი მასშტაბის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის ხელის შემშლელი, ევრო ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად მოქმედი მოუგვარებელი კონფლიქტების რეგულირების მიზნით აქტიური თანამშრომლობა;

- საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმისა და აგრესიული სეპარატიზმთან, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა უარყოფით შემთხვევებთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება.

სუამ-ის წევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ სუვერენიტეტის დაცვით, ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნების საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზეა შესაძლებელი. ისინი საერთაშორისო და რეგიონალურ სხვა ორგანიზაციებთან საქმიანობას კორდინაციულად ქმნიან, და ყოველთვის იცავენ ერთ პოზიციას, რომ სახელმწიფოების ტერიტორია სამხედრო ოკუპაციის ობიექტი არ იქნება. უკრაინის კირიმის პრობლემი და ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატიზმი უკვე სუამ-ის დანარჩენ ქვეყნებს მსგავსი პრობლემების წინაშე ტოვებს.

სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ძალების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში გაეროს მთავარ სხდომაზე ერთობლივი მცდელობებია. ამ მიზნით 42 მუხლი სახელად „ სუამ-ის ტერიტორიაზე გაგრძელებული კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“ გაეროს 61-ე სესიის დღის წესრიგში შეტანილია. 2007 წლის 5 დეკემბერს ამ მუხლის ქვეშ იგივე სახელწოდებით რეზოლუციის პროექტი გაეროს მთავარ სხდომაზე ოფიციალურად გავრცელდა განხილვის მიზნით. შემდეგ წლებში რეგულარულად იგივე სახელწოდების დოკუმენტი, ასევე კონკრეტულად სუამ-ის ქვეყნებში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით ცალ-ცალკე დოკუმენტები გაეროს მთავარ სხდომაზე ერთად წარდგენილია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დიდი ქვეყნები ხელს უშლიან, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი დოკუმენტები მიღებულ იქნა გაეროს მთავარ სხდომაზე. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი დოკუმენტები: აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება (60/285 – 15 სექტემბერი 2006), აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება (62/243 – 25 აპრილი 2008), აფხაზიის, საქართველოსა და ცხინვალის-სამხრეთ ოსეთის, საქართველოს იძულებით გაადგილებული და ლტოლვილი პირების მდგომარეობა (63/307 – 9 სექტემბერი 2009), აფხაზეთი, საქართველოსა და ცხინვალის სამხრეთ ოსეთის, საქართველოს იძულებით გაადგილებული და ლტოლვილი პირების მდგომარეობა (64/296- 7 სექტემბერი 2010), უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ( 68/262- 27 მარტი 2014), აფხაზია, საქართველოსა და ცხინვალის სამხრეთ ოსეთის, საქართველოს იძულებით გაადგილებული და ლტოლვილი პირების მდგომარეობა (70/265 – 7 ივნისი 2016).

სუამ-ის მთავარმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა 2017 წლის თებერვალში გაეროს უსაფრთხოების კომიტეტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სუამ-ის ტერიტორიაზე კონფლიქტები საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მუქარას წარმოადგენს. 2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სუამ-ის დაფუძნების მე-20 წლისადმი მიძღვნილი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური შეხვედრის დროს მსგავსი პოზიცია იყო წარდგენილი. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეზოლუციის პროექტი - „სუამ-ის ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტები და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის“ გაეროს მთავარი ასამბლეის 73-ე სესიის დღის წესრიგშიც შეტანილია. ასე, რომ სუამ-ის ფორმატი ყოფილი საბჭოთა სეპარატიზმისგან ზიანის მიმღები ქვეყნებისთვის ერთგვარ ბედისწერას ნიშნავს. ასეთ ფორმატში თანამშრომლობამ სხვა საკითხებთან დაკავშირებით დადებითი შედეგი მოიტანა, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით შედეგი არ არის. მაგრამ, 4 ქვეყნის მცდელობის ერთობლიობა ამ კუთხით შედეგების მიღების თვალსაზრისით იმედს ტოვებს.


ნაზიმ ჯაფაროვი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიური უნივერსიტეტის ლექტორი

არაზ ასლანლი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიური უნივერსიტეტის ლექტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42