სოციალურად დაუცველი მოზარდები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკში ისწავლიან
პოლიტიკა - 13:01, 11 Sep, 2018     747

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისში საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონი" საწვრთნელ ბაზაზე ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკის გახსნას დაესწრო, რომელიც სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის მოეწყო და რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.

ბანაკში 90 მოზარდი 3 იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს და მათ შორის იქნებიან ის მოზარდები, რომლებმაც ბანაკში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეძლეს.

„კარგია, საქართველოში ეწყობა ისეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო აკადემია, როგორიცაა ტურინის იუვენტუსის აკადემია. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ამ აკადემიაში ისწავლიან და ივარჯიშებენ სოციალურად დაუცველი ბავშვები. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ აკადემიის ფუნქციონირებას და ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. იტალიელი მწვრთნელები, მათთვის საინტერესო და გამორჩეულ მონაწილეებს, ბანაკის დასრულების შემდეგ სტაჟირებაზე მიიწვევენ იტალიაში.

პროექტში ჩართული სოციალურად დაუცველი მოზარდები იტალიური საფეხბურთო გრანდის სავარჯიშო და სათამაშო ფილოსოფიას გაეცნობიან, მოხდება მათი ინტეგრირება საზოგადოებასთან და ბანაკის დახმარებით, მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ წვდომა და ინფორმაცია, იმ მოთხოვნების და ხარისხის შესახებ, რომელიც დანერგილია იტალიურ გრანდში, რათა სამომავლოდ მათ ჰქონდეთ იმ ნაკლოვანებების გამოსწორების შესაძლებლობა, რომელზეც იტალიელი მწვრთნელები მითითებას მისცემენ. პროექტს ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთი" ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42