საქართველო ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტის სხდომას მასპინძლობს
პოლიტიკა - 13:00, 11 Sep, 2018     812

11-12 სექტემბერს თბილისში ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის ,,თერმომეტრია და თბოფიზიკა“ სხდომა ტარდება. კომიტეტის სხდომა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დავით ტყემალაძემ და ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი პოხოდუნმა გახსნეს.

სხდომაში მონაწილეობენ დელეგატები რვა ქვეყნიდან: უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი. COOMET-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაში ქართველი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობენ. სხდომის ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა ტემპერატურისა და ტენიანობის სფეროში საერთაშორისო მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი წარმოადგენს მეტროლოგიის სხვადასხვა მიმართულების რეგიონულ ორგანიზაციას. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში და საერთაშორისო შედარებებში, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის კუთხით.

მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი წილი სწორედ მეტროლოგიური გაზომვების სიზუსტეზე მოდის. საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, ნინო მიქანაძის ინფორმაციით, ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტი მნიშვნელოვანი ორგანოა იმ მიმართულებით, რომ საქართველოს დაგეგმილი და უკვე მიღწეული აქვს საერთაშორისო აღიარება ტემპერატურული გაზომვების მიმართულებით, თუმცა, ასევე გეგმავს საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ტენიანობის მიმართულებით. „შესაბამისად, აღნიშნულ კომიტეტში ჩვენი უწყების თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ საქართველომ მიაღწიოს საერთაშორისო აღიარებას როგორც ტემპერატურული, ასევე ტენიანობის გაზომვების კუთხით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ლაბორატორიებისა და საწარმოებისთვის, რადგან მათ უკვე ადგილზე ექნებათ აღნიშნულ სფეროებში ხელმისაწვდომი, აღიარებული სერვისები“, - აღნიშნა ნინო მიქანაძემ.

მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის სხდომა 12 სექტემბერს ტექნიკური ოქმის მიღებით დაასრულებს მუშაობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42