„მიიღებთ საკადრის პასუხს“ – „ძალა ერთობაშია“ ცესკოს მიერ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე
პოლიტიკა - 12:38, 11 Sep, 2018     858

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში კვლავ ადანაშაულებს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა:

„დღეს პირველ საათზე ყველა რაიონში დაგეგმილია საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები, სადაც უნდა გადაწყვიტონ საუბნო-საარჩევნო კომისიების ფორმირების საკითხები, მე ხელთ მაქვს 22 ოლქიდან მოპოვებული ინფორმაცია, სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უნდა დანიშნონ კომისიებში, ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ ნაწილში, ჯამურად ეს ციფრი არის 21 ათასი ადამიანი, რომელიც მათ უნდათ, რომ ჩართონ ამ გაყალბების მექანიზმში. ვინ არის ეს ხალხი? ეს ხალხი არის ცოლები და ქმრები, საკრებულოს წევრების, საოლქოს წევრების, „ქართული ოცნების“ ლიდერების ადგილობრივ დონეზე, ოჯახის წევრები, შორს არ გადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, პირველად საქართველოში, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა მსგავსი რამ, 12 კომისიის წევრიდან, მათ უნდათ, რომ 9 წევრი დანიშნონ სწორედ ქართული ოცნების შტაბიდან. ექვსი ვითომ პროფესიონალი და სამი ვითომ წარმომადგენელი მათი პოლიტიკური პარტიის. ამავე სიაში ჩვენ მითითებული გვაქვს, როგორ წინასწარ არის გადაწყვეტილი, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, ვინ უნდა იყოს მოადგილე, ვინ უნდა იყოს მდივანი, ეს არის უზარმაზარი გაყალბების მექანიზმი, რომელსაც თამარ ჟვანია ქმნის სწორედ „ართული ოცნების“ დავალებით. ის თამარ ჟვანია, რომელსაც კანონით შეუწყდა უფლებამოსილების ვადა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას აჩუქა არჩევნების ჩატარების საბოლოო დრო. ჩვენ ყველა მექანიზმი გვაქვს იმისთვის, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები „ქართულ ოცნებას“, სანამ თქვენ საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებთ, თქვენივე შტაბებიდან გვაწვდიან ამ ინფორმაციას, თქვენივე დანიშნული საოლქოს წევრები გვაქვდიან, იცით რატომ? იმიტომ, რომ ხალხს მობეზრდა თქვენი გაყალბების მაქინაციები და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ გაგაყალბებინოთ არჩევნები და ვინმეს აჩუქოთ გამარჯვება ამ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არ დაიკარგოს 28 ოქტომბრის არჩევნებში. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, უნდა იყოს ყველა ამომრჩეველი მისული საარჩევნო უბანზე, რომლებიც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და აბა გაბედოს თამარჟვანიამ და მისმა შექმნილმა საარჩევნო გაყალბების მექანიზმა, არასწორად დაითვალოს ეს ხმები, მიიღებთ საკადრის პასუხს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42