მამუკა ბახტაძის თქმით, რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა
პოლიტიკა - 12:23, 11 Sep, 2018     1017
"რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხი?" - ამის შესახებ კითხვა საქართველოს პრემიერს გავლენიანი ამერიკული გამოცემის „ფაინენშალ თაიმსის“ ჟურნალისტმა, თბილისში მიმდინარე ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას დაუსვა.

მამუკა ბახტაძის თქმით, რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა.

"საქართველოში რუსეთის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საკითხია და არავის უკვირს, რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს პოზიცია, რომელის ქართველ ხალხს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. თუმცა, მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. ჩემი აზრით, უმთავრესი მაინც არის ეკონომიკა. ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე და ეს იქნება საუკეთესო პასუხი გამოწვევაზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ხშირად ქმნის საუკეთესო ფონს და წინაპირობას ნაციონალიზმისა და ქსენოფობის აღმოცენებისთვის. რუსული პროპაგანდა ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს. საპასუხოდ ჩვენ უნდა გავზარდოთ ეკონიმიკის განვითარების ტემპი. კიდევ ერთი რეფორმა გასატარებელია განათლების სფეროში. ჩვენ დღეს ფოკუსირებული ვართ ადამიანურ რესურსზე, რადგან ეს პირდაპირაა მიბმული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და სიღარიბის აღმოფხვრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის პროპაგანდა ვერასდროს მიაღწევს წარმატებს საქართველოში. თუ შეხედავთ უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, პრორუსული პარტიები ხუთ პროცენტზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას" - აღნიშნა პრემირმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42