"დიდი შანსია, თაღლითობა იყოს" - უმრავლესობა "იბერიას" საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერს არ ენდობა, პროკურატურა დუმს
პოლიტიკა - 12:12, 11 Sep, 2018     1013
სკანდალურ ჩანაწერს, სადაც ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

"უნდა დადგინდეს, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური. დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას აფერისტობა ერქვა, როცა ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, რომ მათ აქვთ თითქოს უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. უნდა დადგინდეს არის თუ არა სიმართლე. თუ სიმართლეა უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ვალდებულებისგან, რომ გადასახადები გადაიხადონ. მფლობელები ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო. გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან მედია თავისუფლებაზე აპელირება არ ათავისუფლებს", - განაცხადა ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ მედიათავისუფლებას მმართველი გუნდი საფრთხეს არ შეუქმნის, ხოლო თუ ბიზნეს დავებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს ამაზე პასუხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, მიუღებელია, როცა ზოგიერთი ბიზნესმენი ცდილობს, საკუთარი ბიზნესი მედიის ფარდას ამოაფაროს.

"სასურველი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება, თუ ვინმეს კითხვები აქვს ჩვენი შესაბამისი ორგანო ჩაერთვება და დაინტერესდება"-ამბობს სესიაშვილი.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უსაფუძვლოა ტელეკომპანიის თანამშრომელთა განცხადებები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

„ღიმილისმომგვრელია ბრალდებები, რომ ხელისუფლება სურს თითქოს, რომელიმე ტელევიზიის მითვისება, ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი შეგვექმნა ახალი მედია, განგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს არ ჰქონდეს თავის საკუთარი მედია, ამიტომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მედიათავისუფლების, გვჭირდება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

რაც შეეხება შეკითხვას, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები როცა ჩანაწერის მიხედვით, საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი 2 მილიონს ითხოვს, თანხიდან კი ნაწილს ბიუჯეტში შეიტანს, ნაწილს კი დაიტოვებს - თალაკვაძე ამბობს:

„კონკრეტული ბრალდებები უნდა შეფასდეს კანონმდებლობის გადმოსახედიდან, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42