ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 12:22, 11 Sep, 2018     673

10 სექტემბერს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, საგზაო უსაფრთხოების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესი და სხვა მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და მისი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულ ფორმატში, რაც, ძირითადად, მოიცავს საგზაო უსაფრთოხების მიმართულებით პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის განხორციელებას და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მათ შემდგომ შესრულებას.

2018 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია:

ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის ამაღლება;

საგზაო მოძრაობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება;

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების და მათი შედეგების აღრიცხვის პროცესის გაუმჯობესება;

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაშავებულთათვის, დროული, ადეკვატური, მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება;

სოციალური კამპანიები, რომლებიც მიმართულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე და სხვა.

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის და მისი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებაში ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნული კომისიისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობას უწევს კოორდინაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42